ღია საზოგადოების ფონდებისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას უნივერსიტეტმა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყეს.
პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს შეიძენენ. პროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი
სასწავლებლების სტუდეტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა საერთაშორისო პროგრამის ნაწილია. სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, მომხსენებლის სტატუსით პროგრამაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.
პროგრამის მხარდაჭერა და კორუფციის საკითხის საგანმანათლებლო კურსად ჩამოყალიბება ღია საზოგადოების ფონდის ანტიკორუფციული საქმიანობის ნაწილია, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული.
###
რას გულისხმობს მოდული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი თეორიების, კონცეფციებისა და სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ