კულტურა მუსლიმთა და ქრისტიანთა მეგობრობის გასამყარებლად

28.11.2014

30 ნოემბერს, 18 საათზე ‘მუსლიმთა და ქრისტიანთა მეგობრობის ინსტიტუტი’ აწყობს კულტურულ ღონისძიებას ‘გვაქვს უთვალავი ფერითა’. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

• პროფესიონალ მხატვართა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
• ახალგაზრდა ფოტომოყვარულთა ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
• ბავშვთა ნახატების გამოფენა

გამოფენის მონაწილეთა შორის იქნებიან ქრისტიანი, მუსლიმი, იეზიდი და ირანში მცხოვრები ქართველი ავტორები. ეს გამოფენა ამ თემების დაახლოვებას და დამეგობრებას ეძღვნება.

ღონისძიება ტარდება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სიახლეები

მულტიმედია