კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა და სახელმწიფო პოლიტიკა

19.04.2022

ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ხელოვებათმცოდნეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გულშემატკივრები და მკვლევრები საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მსჯელობენ.

თბილისის ისტორიული ლანდშაფტი ქაოტურ განაშენიანებას ყოველდღიურად ეწირება. დაურეგულირებელი განაშენიანების ამ მძიმე პროცესის უკან, კერძო პირთა ინტერესია, რომელიც საერთო მნიშვნელობის ღირებულებას, დღითი დღე ანგრევს.

საჯარო დისკუსია ეხება კულტურული მემკვიდრეობას და მისი დაცვის მნიშვნელობას, ხარვეზულ სახელმწიფო პოლიტიკას და აქტიური მოქალაქეების როლს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში.

მომხსენებლები:

  • სოფო კილასონია, კულტურის პოლიტიკის მკვლევარი
  • ნატო ცინცაბაძე, რესტავრატორი, იკომოს საქართველო
  • თამარ ამაშუკელი- ხელოვნებათმცოდნე
  • მოდერატორი: ანანო ცინცაბაძე

მედია ამ თემაზე