ლექციები მასწავლებლებისთვის

29.04.2021

18 აპრილს “მასწავლებელთა ქსელის”  ლექციები გაიმართა. მოხსენებები წაიკითხეს ანთროპოლოგმა ქეთევან გურჩიანმა, რელიგიის მკვლევარმა სოფო ზვიადაძემ და კონფლიქტების მკვლევარმა ნათია ჭანკვეტაძემ.

ლექციები ეხებოდა სკოლებში ისტორიის სწავლების რელიგიასთან გადაჯაჭვულობასმულტიკულტურალიზმის თეორიებსა და პრაქტიკას, კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ლექციები ჩატარდა შერეულ ფორმატში, მონაწილეების ნაწილი ლექციებს ფიზიკურად ესწრებოდა, მეორე ნაწილი კი ვირტუალურად.

„მასწავლებელთა ქსელი“ ქვემო ქართლის, აჭარისა და პანკისის რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს აერთიანებს. ქსელის მიზანია სათემო და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების გაძლიერება და მასწავლებლებს შორის ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგის წახალისება.

ქსელის მონაწილეებს რამდენიმე კვირაში ერთხელ უტარდებათ ლექციები დემოკრატიის, ისტორიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, ნაციონალიზმის, სათემო ცხოვრების, მულტიკულტურალიზმის საკითხებზე, ასევე უფრო პრაქტიკულ თემატიკაზე, როგორიცაა სწავლების ახალი მოდელები, ტექნიკები და სხვა.

ლექციათა პირველი ციკლი  2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.

„მასწავლებელთა ქსელის“ ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის” ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

სიახლეები

მულტიმედია