მამაცი მეივა

20.09.2021

ავტორი: ჯოენ პუნი
ილუსტრირებულია ლეიუ ჰოი იენის მიერ
მთარგმნელი: მარიამ მითაიშვილი

სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა! “მამაცი მეივა” ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი, საქართველოში პირველი მხატვრული წიგნია. წიგნის ავტორი, სინგაპურელი ქალბატონი ჯოენ პუნი არის ლიმფომით დაავადებული ბავშვის მშობელი, რომელმაც შვილის მკურნალობის პერიოდში დაწერა წიგნი და დღეს საკმაოდ დიდი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობს. ქართულ ენაზე წიგნის თარგმნა და შემდეგ ტირაჟირება მოხდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, მარიამ მითაიშვილის მიერ. მარიამი არის საქართველოში პირველი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც მუშაობს საზოგადოებაში პედიატრიული სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.