მედიის პოგრომი 2021

21.09.2021

ყდის ფოტო: მარიამ ნიკურაძე. კოლეგები ლექსო ლაშქარავას დახრილი კამერებით აცილებენ

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს: ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები. შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.

დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

იხილეთ ანგარიში

მედია ამ თემაზე

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი და “მედიის უფლებები”-ს დირექტორი, ნათია კაპანაძე ლაპარაკობს 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობაზე, სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობის წილსა და ზოგად ფონზე – საჯარო პირების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე.

 

მთავარი არხი – მთავარი ამბები 09:00

 

ფორმულა – ფორმულა ნიუსი 09:00

შეისწავლონ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და გამოავლინონ ორგანიზატორები – 5-6 ივლისზე მედიაკოალიციის ანგარიში – მთავარი.ტვ

მედიაკოალიცია 5-6 ივლისზე ანგარიშს აქვეყნებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს – ფორმულანიუს.ჯი

მივმართავთ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ არესიული რიტორიკა მედიის მიმართ – კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” – ტვპირველი.ჯი

„მედიის პოგრომი“ – მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს – პუბლიკა.ჯი

მედიის პოგრომი: თბილისი, 5-6 ივლისი, 2021 – მედიაკოალიცია ანგარიშს აქვეყნებს – ქარტია.ჯი

მედიის პოგრომი – მედიაკოალიციამ 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა – ტაბულა.ჯი

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” საერთაშორისო კონფერენცია გამართა – რეპორტ.ჯი

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს – ინტერპრესნიუს.ჯი

`მედიის ადვოკატირებისთვის` 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს –  მედიანიუს.ჯი  

მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს – ექსპრესნიუს.ჯი .