მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება

12.12.2022

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოში მედიის წინაშე არსებული გამოწვევების დეტალური
შეფასება. მასში გაანალიზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც ხელს უწყობს მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მტრული და არამეგობრული გარემოს შექმნას. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის და მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის შემთხვევები. გარდა ამისა, ხელისუფლების რეაგირება სუსტი და არასაკმარისი იყო – ხელისუფლება არ აღკვეთს
მსგავს ქმედებებს, არ იძიებს ბრალდებებს და არ აწარმოებს დამნაშავეთა სამართლებრივ დევნას. სახელმწიფო
უწყებათა უმოქმედობამ და მაღალჩინოსანთა აგრესიულმა რიტორიკამ წაახალისა 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის
50-ზე მეტ წარმომადგენელზე რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების უპრეცედენტო თავდასხმა. მედიაზე
თავდასხმის კიდევ ერთი დასტურია 2022 წლის დასაწყისში ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

ავტორი:
იოსებ ედიშერაშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით

NEWS

MULTIMEDIA