„როდესაც ჩვენ ეს კადრები ვნახეთ ორი დღის წინ, ბოლო კადრები სააკაშვილისა , რომელიც გამოჩნდა ფიზიკურად რა მდგომარეობაშია ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვია ამან მთელ ცივილიზებულ სამყაროში და ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც უმალ გამოვიდა მისი ფოტოებით, ეს არ არის მხოლოდ პოდოლიაკი და სხვები, რომლებიც წარმოუდგენლად აღშფოთდნენ რათქმაუნდა და იქვე მოითხოვეს, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეს უფრო ღისრეული მოპყრობა ქონდეს, ეს არის ფაქტიურად ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო, ყოველ შემთხვევაში დღეევანდელ დღემდე. გახარებული ვინ არის? გახარებული არის მხოლოდ რუსეთი. რუსეთი, სწორედ ის თვლის, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგად უსრულებს დავალებას, თუ შეთანხმებას.“
„საზოგადოება ერთიანად უნდა მობილიზდეს სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოახერხოს ის რისი მოხერხებაც შეუძლია, მაგრამ საკმარისი არ იქნება, თუ პარტიებმა ცოტა მეტად არ გამოკვეთეს რა უნდათ და ცოტა მეტად არ მოახერხეს ხალხთან ურთიერთობა და ხალხზე გასვლა. არ გამოვა, დიდი ცვლილება ნამდვილად არ გამოვა“ – მიმდინარე მოვლენების თაობაზე ქეთი ხუციშვილი გადაცემაში “სანაია”