მიმდინარე გარემოსდაცვითი ბრძოლები საქართველოში – აქტივისტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა

14.11.2023

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში, გაიმართა დისკუსია „მიმდინარე გარემოსდაცვითი ბრძოლები საქართველოში“. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა საჯარო სივრცეების გამოწვევებისა და სიკეთეების შესახებ ისაუბრეს.

დისკუსია მიზნად ისახავდა, გამოეკვეთა ის სისტემური ხარვეზები, რაც საქართველოში საჯარო სივრცეებისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებობს. შეხვედრაზე აქტივისტებმა და გარემოსდამცველებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მხარდაჭერა გამოუცხადეს და შესაძლო გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს. დისკუსიის მოდერატორი იყო ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი.

შეხვედრა გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული აქტივისტებისა და მოქალაქეებისთვის პროექტის „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“ ავტორებმა გამართეს. ანა ტრაპაიძესთან (დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფი), თინათინ მაღედანთან (სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”/ეკო ცენტრი) და ელენე ცერცვაძესთან (იპოდრომი – უბეტონო მხარე) ერთად, დისკუსიაში ჩართული იყვნენ შემდეგი მონაწილეები: მოძრაობა ბალდის კანიონის გადასარჩენად, მოძრაობა რაჭის ტყეების გადასარჩენად და მოძრაობა გლდანის ტბის გადასარჩენად.