მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობა

21.02.2022

ღია საზოგადოების ფონდი და კვლევითი ინსტიტუტი “გნომონ ვაიზი”  წარმოგიდგენთ აკადემიურ კვლევით ნაშრომს „მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარების პერსპექტივაში“. 

პირდაპირი ეთერი

ბოლო წლებში საქართველოს საჯარო- პოლიტიკურ სფეროში მკვიდრდება კონსენსუსი საქართველოს სასამართლო შტოს ფუნდამენტური დელეგიტიმაციის შესახებ, რაც არსებითად აფერხებს საქართველოს კონსტიტუციურ დემოკრატიად  ჩამოყალიბებას. საბჭოთა მმართველობის რეჟიმიდან კონსტიტუციურ დემოკრატიაზე გარდამავალ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლოს ინსტიტუციური რეკონსტრუქცია. ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს სასამართლოს სისტემის რეფორმირების ცალკეულმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები სასამართლოს ინსტიტუციურ რეფორმებს  წარუმატებლად განიხილავენ. 

სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმა, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს სასამართლოს პერსონალის რადიკალური რეფორმას, რომელიც საქართველოს სასამართლო შტოს შემთხვევაში აქამდე არ განხორციელებულა. 

წარმოდგენილ ნაშრომი მიმოიხილავს საერთაშორისო მაგალითებს და სასამართლო შტოში პერსონალის რეფორმის საკითხს თეორიულ და შედარებით პერსპექტივებში იკვლევს. გარდა ამისა, ნაშრომში შესწავლილია მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მექანიზმი და მისი პოტენციალი სასამართლო შტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური რეკონსტრუქციის განხორციელებაში. 

საბოლოოდ, ნაშრომის მიზანია, მისი ანალიტიკური მიგნებები საფუძვლად დაედოს ზოგად და კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს სასამართლო შტოს რეკონსტრუქციის პროცესში გამოსაყენებელი პერსონალის რეფორმის ღონისძიებების შესახებ. რეკომენდაციები პირობითი ხასიათისაა და მათი განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

ნახეთ ნაშრომი სრულად.

მედია ამ თემაზე

ფორმულა 12:00

რუსთავი 2 – “მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარების პერსპექტივაში” – ღია საზოგადოების ფონდმა კვლევითი ნაშრომის პრეზენტაცია გამართა, 21.02.22