კვლევის პრეზენტაცია და მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებაზე
2015 წლის 7 აგვისტოს, 10 საათზე, სასტუმრო ” ჰოლიდეი ინნ”-ში გაიხსნება კონფერენცია, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებას ეხება.
კონფერენციას სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ვოგლერი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი გახსნიან.
ღონისძიებაზე გამოქვეყნდება კვლევის შედეგები მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ, რომელიც ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ინიციატივით, რიჩარდ ვოგლერმა და პროფესორმა ბას დე ვილდემ (ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი) ჩაატარეს. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მოწმის დაკითხვის წესის შესახებ საქართველოს კანონმდელობის შედარებით ანალიზს ინგლისის, უელსის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების კანონმდებლობასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმის შესახებ მოხსენებებს გააკეთებენ ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ვეფხვაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი და გურამ იმნაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი.
###
კონტაქტი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, ტელ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge