2021 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცხოვრებელი და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” განუყოფელ ნაწილს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, არქიტექტორებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ წლის მარტი/აპრილის თვეში იგეგმება საინფორმაციო ტრენინგი ტექნიკური რეგლამენტის – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”-ს და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მსმენელებს მიეცემათ საშუალება „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში” განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად გაეცნონ ტექნიკური რეგლამენტის – “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”-ს ძირითად მიზნებსა და გამოყენების პირობებს.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ 14 მარტის ჩათვლით წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ტრენინგის თარიღის და სხვა დეტალების შესახებ, მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ მოგვიანებით.
ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: nkiknadze@csf.ge.
###