მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ

09.11.2017

8 ნოემბერს, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ იმსჯელეს ხელისუფლების,არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა.

სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კონფერენციის მონაწილეებს პორტუგალიის, საფრანგეთის, კვებეკის და კანადის გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციის საერთაშორისო მომხსენებლები იყვნენ: ოენ კუგლი – ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსი (EMCDDA), რიკარდო ბაპტისტა ლეიტე – პორტუგალიის პარლამენტის წევრი, ფრანსუა გაგნონი – კვებეკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი (კანადა), ელისაბეთ ავრილი – „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი“.

ნახეთ რადიო “თავისუფლების” სიუჟეტი.