მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები კვლევის ძირითადი მიგნებები

12.12.2023

როგორი სამშენებლო ტენდენციებია თბილისის ისტორიულ ნაწილში? რა ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?   – „ურბანული კვლევების ცენტრმა  (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა. კვლევა მომზადებულია პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

  • კვლევა შეისწავლის პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში;
  • კომპლექსურად აანალიზებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს;
  • კრიტიკულად აფასებს მათ ზეგავლენას ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივებიდან.

კვლევა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ტენდენციების მასშტაბისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.