ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე ცომაია 30 ნოემბერს თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო-კონცერტს გამართავს.
მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“.
მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან.
გამოფენის კურატორი: ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოხელოვანი.
საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბენეფიციარი (მხარდაჭერის მიმღები) ორგანიზაცია – “ხელი ხელს”.
ბილეთის ფასი: 15/25/50 ლარი
პროექტი “ღია” ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუციური სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც“BBSA Georgia”-ს მიერ და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ნახეთ მეტი ინფორმაცია ფეისბუქზე.