მუსიკოსებმა „მზიურის კაფეს“ მხარდამჭერი კონცერტი გამართეს

03.07.2024

“მზიურის კაფე” საფრთხეშია. ამ მნიშვნელოვანი სოციალური სივრცის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ მუსიკოსები, რომელთაც აქცია კონცერტი გამართეს. აქცია კონცერტის მიზანი იყო, რომ ადამიანებს ერთად მიეწვდინათ ხმა და ეთხოვათ თბილისის მერიისთვის, შეცვალოს გადაწყვეტილება და მისცეს სოციალურ “კაფე მზიურს” საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდიც, რომლისთვისაც “მზიურის” სოციალური მიზნები, საქმიანობა თუ მიღწევები ღირებულია.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო „მზიურის კაფეს“ შენობას განიხილავს “თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“ და, აუქციონზე გამოტანის გზით,  მისთვის ახალი მფლობელის შერჩევას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ემუქრება მზიურის კაფეს არსებობას, ყველა იმ შედეგს, რასაც კაფემ არაერთი სოციალური პროექტითა და აქტივობით მიაღწია.

მზიურის კაფეს“ მხარდამჭერ კონცერტში მსმენელისთვის საყვარელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ღონისძიებამ მხიარულად, ერთიანი სულისკვეთების ფონზე ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ, თქვენც დაუჭიროთ მხარი “მზიურის კაფეს” და ხელი მოაწეროთ პეტიციას: https://shorturl.at/lyfoX

სიახლეები

მულტიმედია