
საქმე ეხება ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს უარი ეთქვა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე; და ასევე მთავრობამ დაასრულა მოხეში მდებარე ისტორიულ საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებული დავა და შენობის რესტიტუციის საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად, ადგილობრივ მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გადასცა სალოცავად. მუსლიმი თემი აცხადებს, რომ ეს ორი გადაწყვეტილება მათ მიმართ უფლების დარღვევისა და დისკრიმინაციის ვარაუდს აჩენს. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფისა და მოხის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად ამ პრობლემებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა იმსჯელეს.
EMC-ის სპეციალისტებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მუსლიმი თემის უფლების დარღვევის ამ კონკრეტულ ფაქტებზე სასამართლოებში მიმდინარე საქმეებში, მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შეფასებები გაუზიარეს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.