,,ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” კვლევის ანგარიშია, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის ზედამხედველობის პრაქტიკა შინაგან საქმეთა, უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობაზე. კვლევა საინიციატივო ჯგუფმა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩაატარა. შედეგები 2017 წელის 15 მარტს გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, ამ ინსტიტუტების საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად, პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს.
კვლევაში გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი, ეფექტიანი და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი გახდება.
კანონმდებლობის დონეზე არსებული პრობლემები შემდეგია:
განხორციელების პრობლემები:
პრეზენტაციის მიზანია, კვლევაში განხილული საკითხების, შესაბამისი მიგნებების და შემუშავებული რეკომენდაციების სახელმწიფო ორგანოებისთვის, პროფესიული წრეებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა; დისკუსიის წარმართვა და მოსაზრებების გაზიარება.