
გამოვლინდა პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები. შეფასების სისტემაში ჩაერთო ქვეყნის 5 რეგიონის 20-მდე კლინიკა. 9 კლინიკას გადაეცა სიგელი “პაციენტზე ორიენტირებული კლინიკა”.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ჟურნალისტებისთვის, 5 რეგიონის 10 ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების თანამშრომლებთან. პაციენტის უფლებების შესახებ გაიმართა შეხვედრები სკოლებში. ათობით მოსწავლისგან და პედაგოგებისგან შემდგარ ჯგუფებში ჩატარდა პრეზენტაციები და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რა უნდა იცოდნენ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა, რათა სამედიცინო სერვისების მიღებისას მათი უფლებები იყოს დაცული.
იმედი, პირველი არხი, ტვ ობიექტივი, რადიო “იმედი”
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.