ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ანგარიში წარადგინა, რომელიც სახელმწიფო გამარტივებულ შესყიდვებს და კორუფციის რისკებს აანალიზებს.
2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. „კოვიდ 19“-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა. 1.7 მლრდ ლარიდან 1.2 მლრდ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით დაიხარჯა.