წყარო:საქართველოს მოსამართლეთა ერთობა
13 ივლისს, ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ” პოლიტიკის დოკუმენტის “მოსამართლის უფლება მხარეთა ნებართვის გარეშე დამაზუსტებელი კითხვის დასმის შესახებ” – პრეზენტაცია გამართა.
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ახორციელებს პროექტს „მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში”, რომლის მიზანია საქართველოში სამართლიანი და ეფექტიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, წარმოადგინოს, თუ რა მოსაზრებები აქვთ მოსამართლეებს, ადვოკატებს და პროკურორებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესახებ და ჩამოაყალიბოს ეფექტიანი და მკაფიო რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას და პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვას. საჭიროა გაანალიზდეს, უნდა ჰქონდეს თუ არა მოსამართლეს უფლება, დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა მხარეთა თანხმობის გარეშე (ან/და რა შემთხვევაში უნდა იყოს საჭირო მხარეთა თანხმობა) და ასეთი მკაცრი შეზღუდვის ნეგატიური შედეგები.
პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პროექტის „მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ.