1993 წლიდან, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღნიშნავს პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, აჯამებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მთელს მსოფლიოში, მხარდაჭერას უცხადებს მედიას მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმის შემთხვევებში, აერთიანებს მედიის წარმომადგენლებს პროფესიული ეთიკის საკითხების გარშემო, პატივს მიაგებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს და მთავრობებს პრესის თავისუფლების ჭრილში არსებულ ვალდებულებებს შეახსენებს.