პროექტების განხილვის შესახებ

10.11.2019

გაცნობებთ, რომ 2019 წელს,  მედიის, ჯანდაცვისა და ევროინტეგრაციის პროგრამებში კონკურსის გარეშე, თავისუფალი წესით წარმოდგენილი პროექტების განხილვის ვადა იცვლება.

კერძოდ, ევროინტეგრაციის პროგრამაში ა.წ 15 ოქტომბრის შემდეგ, ხოლო მედიისა და ჯანდაცვის პროგრამებში 25 ნოემბრის შემდეგ წარმოდგენილი პროექტები განიხილება 2020 წელს.  დაფინანსების თაობაზე პასუხი განმცხადებლებს ეცნობებათ თებერვლის შუა რიცხვებში.

მონაწილეობითი დემოკრატიის, ეროვნული ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების პროგრამებში წარმოდგენილი პროექტები განიხილება წლის ბოლომდე.

ა.წ 28 ნოემბერს, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მიღებით დაინტერესებულ პირებთან, სადაც ფონდის პროგრამების წარმომდგენლები 2020 წლის სტრატეგიასა და გეგმებზე ისაუბრებენ.

ინფორმაცია პროგრამების შესახებ.