კოალიციური მთავრობა და მისი პერსპექტივა საქართველოში

10 სექ, 2020
იხილეთ სრული ვერსია

ავტორი: ბესიკ ლოლაძე; სამართლის დოქტორი (პოტსდამის უნივერსიტეტი), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

კოალიციური მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასა და პოლიტიკაში აისახება საზოგადოების
ფართო სპექტრის ფასეულობები და ინტერესები. ეს გარემოება ამაღლებს მინისტრთა კაბინეტის
დემოკრატიული ლეგიტიმაციის, ხალხის წინაშე მისი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
ხარისხს.
სამთავრობო კოალიცის სახე დამოკიდებულია, ერთი მხრივ, პარტნიორი პარტიების ტიპზე, ხოლო
მეორე მხრივ – იმაზე, თუ როგორ მოხდება ძალაუფლების განაწილება მათ შორის. ამის საფუძველზე
ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიდგომები.
კაბინეტის ძიების (office seeking) ჰიპოთეზის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ რაც
შეიძლება მეტი რაოდენობის თანამდებობების მიღებას კოალიციურ მინისტრთა კაბინეტში.
აღსანიშნავია, რომ ბევრი კოალიციური მთავრობა არ ექვემდებარება ამ კანონზომიერებას.
პოლიტიკის ძიების (policy seeking) ჰიპოთეზის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისათვის
მთავარია პოლიტიკური მიზნების განხორციელება. აქედან გამომდინარე, სამთავრობო კოალიციის
ჩამოყალიბებისას მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობრივი (მიღებული სამთავრობო
თანამდებობების რაოდენობა), არამედ შინაარსობრივი მხარეც (კოალიციის პარტნიორებთან საერთო
პროგრამულ-პოლიტიკური ნიშნები).
ხმის ძიების (vote seeking) ჰიპოთეზა ითვალისწინებს, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის
რელევანტურია ელექტორალური მხარდაჭერა. აქედან გამოდინარე, სამთავრობო კოალიციაში
შესვლასთან თუ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება, თუ ეს გაზრდის მორიგ
საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შანსებს.

კოალიციური მთავრობა და მისი პერსპექტივა საქართველოში by OSGF on Scribd