კოვიდ-19 პანდემიის გავლენის შემსუბუქება

3 დეკ, 2020
იხილეთ სრული ვერსია

ყველაზე დაუცველთათვის

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში პრიორიტეტი მიენიჭა ინიციატივებს, რომელიც პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად. პროექტები განხორციელდა თბილისში და რეგიონებში და პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახა, თუმცა ფონდის მხარდაჭერით განსაკუთრებულად ყველაზე დაუცველმა და ყურადღების მიღმა დარჩენილმა მოქალაქეებმა ისარგებლეს.

ღია საზოგადოების ფონდმა გრძელვადიან პარტნიორებთან ერთად დააფინანსა ახალი ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები და ფიზიკური პირები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მოხალისეობრივი, აქტივისტური სულისკვეთებით და საზოგადოების მობილიზებით  სხვადასხვა მიმართულებით. ამის შედეგად ფონდის საქმიანობამ თითქმის ყველა საჭირო სფერო მოიცვა იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების მიწოდება სოციალური პოლიტიკის შემუშავების შესახებ,  საზოგადოების უზრუნველყოფა უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისებით თუ პირდაპირი დახმარებები ეკონომიკურად მძიმე პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის.

ეს ბროშურა პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას ასახავს მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით.