მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

27 მარ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორი: ერეკლე ურუშაძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სახელით. რეცენზენტი: პროფ. ტობიას შუმახერი. თარგმანი: ანა გეგეჭკორი.

2004 წლიდან მოყოლებული საქართველომ არაერთი წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმა განახორციელა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარკვეული სახის კორუფციის სიხშირე, განსაკუთრებით მექრთამეობა საჯარო სამსახურებში. მართალია, წვრილმანი კორუფცია ამჟამად იშვიათი ფენომენია ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს ღრმად კორუმპირებული იყო, მაგრამ კორუფციის სხვა გამოვლინებები ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით ეხება კორუფციას სახელმწიფო მართვისა და სამთავრობო დაწესებულებების უფრო მაღალ დონეზე.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, საგანგებოდ იყო აღნიშნული საქართველოს მთავრობის ვალდებულება:

„საზოგადოების ყველა დონეზე ადეკვატური ღონისძიებების გატარება კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის.“

კორუფცია ყველაზე ხშირად განისაზღვრება როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად. მაღალი დონის კორუფცია, როგორც წესი, ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენების იმავე სახეს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების ან გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ. რამდენად შეიცვალა საქართველოში.