როგორი სამშენებლო ტენდენციებია თბილისის ისტორიულ ნაწილში? რა ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე? – „ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ უახლესი კვლევის მიგნებები წარადგინა. კვლევა მომზადებულია პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
- კვლევა შეისწავლის პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში;
- კომპლექსურად აანალიზებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს;
- კრიტიკულად აფასებს მათ ზეგავლენას ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივებიდან.
კვლევა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ტენდენციების მასშტაბისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.