პედაგოგის კომუნიკაციური კომპეტენცია

23.05.2022

წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, და მთლიანად მორგებულია პროექტის ბენეფიციარების საჭიროებებზე.

სახელმძღვანელოზე მომუშავე გუნდმა, ჯერ კიდევ მისი დაგეგმვის ეტაპზე ჩავატარეთ რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროექტის სამიზნე რეგიონების – აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლების აქტიური ჩართვა სახელმძღვანელოს შინაარსის განსაზღვრის პროცესში. გონებრივი იერიშის და შემდგომი დისკუსიის შედეგად, პედაგოგებთან ერთობლივად შევადგინეთ იმ საკითხების და თემების ნუსხა, რომელთა ხილვაც მათ განსაკუთრებით სურდათ სახელმძღვანელოში.

კომუნიკაციის სფერო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი სახელმძღვანელოს ფარგლებში შეუძლებელია მისი ყველა ასპექტის მოცვა და საჭირო ხდება გარკვეული არჩევანის გაკეთება. როდესაც სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის იქმნება, ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს – უამრავი სპეციფიკური საკითხია, რომელიც შეიძლება პედაგოგისთვის საინტერესო იყოს და უფრო ნაყოფიერი და ეფექტური გახადოს მისი ურთიერთობის პროცესი სტუდენტებთან, მათ მშობლებთან თუ კოლეგებთან. სწორედ ამ რთული საქმის წარმატებით შესრულებაში დაგვეხმარნენ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებში ჩართული მასწავლებლები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

დარწმუნებული ვართ, რომ სახელმძღვანელო საჭირო და საინტერესო იქნება არა მხოლოდ პროექტში ჩართული პედაგოგებისთვის, არამედ ზოგადად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლებისთვის, და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

სიახლეები

მულტიმედია