სოციალური მუშაობა ბავშვთა კეთლდღეობის სფეროში: არსებული გამოწვევები და პროფესიონალთა მზაობა

20 მარ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

ავტორები: ინგა საითაძე, დარეჯან დვალიშვილი
ვებგვერდი შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

წარმოდგენილი კვლევა ეხება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკთა მზაობას პრაქტიკაში არსებული გამოწვევების
მიმართ. კვლევის მიზანია შემდეგი საკითხების შეფასება და ანალიზი:
1. საქართველოს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკთა სამუშაო აღწერილობის, მოვალეობების და საქმიანობის
მიმოხილვა და ანალიზი;
2. საქართველოში არსებული სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამების შეფასება, კერძოდ, სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმის შესაბამისობა სოციალური სამუშაოს პრაქტიკულ გარემოსთან;
3. ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, სოციალური სამუშაოს გამოწვევების შესახებ დაინტერესებული მხარეების (სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამების წარმომადგენლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრატორების, სფეროში არსებული პროფესიული ორგანიზაციებისა და ექსპერტების) ინფორმირების გაზრდა და შესაბამისი დიალოგის ინიცირება.