დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური კრიზისების შედეგად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 1/3-ით შემცირდა.1 2002-2014 წლების პერიოდში მოსახლეობის კლებამ 15% შეადგინა. ქვეყნის მოსახლეობის კლების, ხოლო სოფლად მცხოვრებთა მკვე- თრი შემცირების (23.7%) და ამავდროულად, ქალაქის მოსახლეობის შედარებით მცირე კლების (7.1%) შედეგად გაიზარდა ქალაქად მცხოვრებთა ხვედრითი წილი. ეს მაჩვენებელი 2002-2014 წლებში 5% იყო და ამჟამად, ურბანიზაციის დონე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალ, 57%-ს (2 მლნ მოსახლეს) შეადგენს.
დიდი ურბანული არეალებისკენ სწრაფად მზარდი მიგრაცია, თავის მხრივ, ქმნის განვითარების გეოგრაფიული ხასიათის მეტად უთანასწორო ფორმას. სოციო-ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის [არათანაბარ] გეოგრაფიულ განაწილებაზე, რომელსაც მოწმობს 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერაც. ამ მხრივ, გამოიყოფა სივრცითი მასშტაბით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ორი კლასტერი: თბილისის აგლომერაცია (1,3 მლნ; მცხეთისა და რუსთავის ჩათვლით) და კოლხეთის დაბლობი და მისი უახლესი რაიონები (1,2 მლნ). მოცემულ ორ კლასტერში, მოსახლეობის თითქმის თანაბარი რაოდენობაა თავმოყრილი. თუმცა, კოლხეთისა და მისი უახლესი რაიონების ფართობი დაახლოებით ათჯერ აღემატება დედაქალაქის აგლომერაციას.
განსახლების სისტემის უთანასწორო სივრცით ხასიათზე ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებიც. დასავლეთ საქართველოს განსახლების სისტემა სივრცეში მეტად გაშლილია და იკვეთება მოსახლეობის კონცენტრაცია იერარქიული ფორმით და ქმნის დასახლებებს შორის მეტი შეკავშირებულობის შთაბეჭდილებას. ამ რეგიონში მოსახლეობის თანაბარი განაწილება, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო აქტივობისთვის ხელისშემწყობი ისეთი ფაქტორებითაც, როგორიცაა ნაყოფიერი ნიადაგის შედარებით მეტი რაოდენობა და გამართული სარწყავი-საირიგაციო სისტემები.
კოლხეთის დაბლობის განსახლების სისტემის მსგავსად, გურიის რეგიონიც გამოირჩევა მოსახლეობის სივრცითი განფენილობით. რეგიონის 114 000 მოსახლე (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 2%) გურიის მთლიან ტერიტორიაზე (2 000 კმ2) ნაკლებად არის კონცენტრირებული რომელიმე კონკრეტული დასახლების ირგვლივ და ქვეყნის საერთო მაჩვენ- ებელთან შედარებით (65 ადამიანი 1 კმ2-ზე) მათი განსახლება ნაკლებად კომპაქტურია (54 ადამიანი 1 კმ2-ზე). ეს მოცემულობა ქმნის თანაბარი სივრცითი და სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის კარგ საწყის პირობებს, როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. გურიის სამომავლო განვითარებისთვის კი ეს სასიცოხცლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ სოციო-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად რეგიონში არსებობს.
ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შედგენის წინასაპროექტო ურბანული ანალიზი by OSGF on Scribd