ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის საჭიროება

26.09.2018

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ახალ დღის წესრიგში ჩამოყალიბებულია მოკლე და გრძელვადიანი პრიორიტეტები 2017-2020 წლებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით დასახული მიზნების მისაღწევად ერთობლივი მუშაობისათვის. ასოცირების დღის წესრიგით დასახულ მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გენდერული თანასწორობის გაძლიერება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალებისა და მამაკაცების მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

კერძოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების 349-ე მუხლის „ე” პუნქტში ყურადღება გამახვილებულია თანაბარი შესაძლებლობებისა და ანტიდისკრიმინაციის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და მამაკაცსა და ქალს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებ… by on Scribd

NEWS

MULTIMEDIA