
წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი, ასევე – ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების ულამაზეს ნიმუშები, ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე; წიგნის მეორე ნაწილი წარმოაჩენს ქართული ტიპოგრაფიკის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს ფონტებამდე.
აკა მორჩილაძის საინტერესო სტატია და 1.000-ზე მეტი უნიკალური ილუსტრაცია წიგნს მიმზიდველს ხდის ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურით და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილით – ქართული დამწერლობითა და შრიფტით.
პროექტს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყაქვს. პირველი დაფინანსება კი წიგნის ავტორებმა 1998 წელს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოსგან” მიიღეს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.