ქართველი და უცხოელი განმანათლებლების შემოქმედება საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას ადასტურებს

24.05.2015

23 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა  პროექტის “განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები”, რომლის მიზანია ქ

ართულ-ევროპული დიალოგის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ბოლო ორი საუკუნის მანძილზე და იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ისტორიულად იზიარებდა დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებს და რომ დასავლეთისკენ სწრაფვა საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  ქართული საგანმანათლებლო მოძრაობის და ქართულ-ევროპული დიალოგის წარმომადგენელთა ორასამდე ფოტო. ასევე,  ვებგვერდი, რომელიც აერთიანებს ქართველ განმანათლებელთა და საქართველოში მოღვაწე ევროპელთა სამასამდე ბიოგრაფიას, ფოტოებს, მნიშვნელოვან  საგანმანათლებლო ტექსტებს და  ამ ტექსტების ვიდეო ვერსიებს. მათ შორის, ტექსტებს ისეთი ცნობილი ქართველ მოღვაწეთა შემოქმედებიდან, როგორებიც არიან მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი,  ოლღა გურამიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები…

მასალების მოძიებასა და შეგროვებაზე მკვლევართა ჯგუფი 1 წლის მანძილზე მუშაობდა: ოლივერ რაისნერი,ლელა გაფრინდაშვილი, ნონა კუპრეიშვილი, ლევან ბრეგაძე, დათო ბერძენიშვილი, მარიამ მარჯანიშვილი.

პროექტი განხორციელდა ფონდი  “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

NEWS

MULTIMEDIA