2017 წლის 10-14 სექტემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წევრები პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.
სასწავლო ვიზიტის პროცესში მონაწილეები გაეცნენ ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების მექანიზმებს, შეისწავლეს ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის სტრატეგიები, ზიანის შემცირების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმები. შეხვედრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მთავრობის წვლილის გაცნობა ზიანის შემცირების პროგრამების მართვაში, დაფინანსებასა და განხორციელებაში.
###
საქართველოს პარლამენტი- ქართველი პარლამენტარები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ
ლიბერალი- ქართველი დეპუტატები პორტუგალიაში ნარკოპოლიტიკის რეფორმის გამოცდილებას გაეცნობიან
ETAnews.ge- საქართველოს პარლამენტის წევრები პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სისტემას გაეცნენ