ქეთი ხუციშვილი „ლიტერატურულ სამკუთხედში“ ლარი დაიმონდის წიგნს წარადგენს

30 ივლ, 2024

ავტორიტარიზმის ავი ქარები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ქროდა და ქრის – ქეთი ხუციშვილი „ლიტერატურულ სამკუთხედში“ წარადგენს ლარი დაიმონდის წიგნს „ავი ქარები“. ლარი დაიმონდი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგი და მეცნიერია დემოკრატიის კვლევების დარგში. ავტორის 2019 წელს დაწერილ წიგნში განხილულია დემოკრატიზაციის ტალღების დასუსტებისა და ავტორიტარიზმის დამყარების ტენდენციები და ამ პროცესის მსგავსი მახასიათებლები, რაც აქტუალური იყო მაშინაც და საყურადღებოა დღესაც მსოფლიოს ბევრ წერტილში, მათ შორის, საქართველოში.