ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება

07.06.2016


2016 წლის 6 ივნისს, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში კვლევის ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC მოამზადეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს არაკონსტიტუციურად ცნო ის საკანონმდებლო ნორმები, რომელსაც ეფუძნებოდა ქმედუნარიანობის სისტემა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა შეცვალა ქმედუნარიანობის მოდელი.

კვლევა მიზნად ისახავს ახალი სისტემის შეფასებას შშმ პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ფონზე, გამოკვეთს მის ძირითად მახასიათებლებს, მიდგომებს, სამართლებრივ ხარვეზებსა და იმპლემენტაციის სირთულეებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებების მიმართ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შშმ ბავშვების მშობლები,პარლამენტის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ: “ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება”