დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გაანალიზებულია თვისებრივი კვლევის შედეგები საქართველოში ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ.
კვლევამ მოიცვა შემდეგი რეგიონები: კახეთი, ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ასევე, თბილისი. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ და გავაანალიზეთ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის გამომწვევ ფაქტორებთან გამკლავების საერთაშორისო პრაქტიკაც. საკვლევი საკითხის ლიმიტებიდან გამომდინარე, დოკუმენტი განიხილავს უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობას და არ ეხება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის სხვა გამოვლინებებს, მათ შორის მემარჯვენე, ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების აქტივობებს.
კვლევის ძირითადი მიზანია რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემის შესწავლა, ანალიზი, პოტენციური საფრთხეების პროგნოზირება და შესაბამისი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერა.
ავტორები: ლევან დოლიძე, გიორგი გოგუაძე
კვლევის ასისტენტები: გიორგი გობრონიძე, გიორგი მოდებაძე
რადიკალიზაციასა და ძალადობრ… by on Scribd