რასობრივი შეუწყნარებლობა და ქსენოფობია უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

07.04.2019

ანგარიში მიმოიხილავს 2014-2018 წლებში რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ უფლებების დარღვევის ფაქტების რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლები გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების მიზნით, გაანალიზებულია ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები.  ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ იცვლება კონკრეტული ქვეყნების წარმომადგნელებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება და რეგულაციები, რაც შესაძლოა, დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე მიუთითებდეს.

ანგარიშში ასახული საკითხებია:

  • რასიზმი და საზოგადოებრივი განწყობები
  • რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციისა და დანაშაულების შემთხვევები და სტატისტიკა
  • უცხოელების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა საბანკო მომსახურების სფეროში
  • საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხი და დაბრკოლებები
  • სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების მიმართ
  • უცხოელების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა
  • უცხოელებისთვის მიწის ყიდვის შეზღუდვა

 

რასობრივიშეუწყნარებლობა დაქ… by on Scribd

ანგარიში მოამზადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა  2018 წელს USAID-ის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) პროგრამის ფარგლებში და გამოსცა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით 2019 წელს.