როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას?!

16.12.2015

18 დეკემბერს, პარასკევს, 10:30 საათზე სასტუმრო „რუმსში” (კოსტავას ქუჩა # 14) ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” წარადგენს ანგარიშს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შესახებ.

დოკუმენტი პასუხობს კითხვას, თუ რამდენად შეასრულა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები მისი ძალაში შესვლის დღიდან 2015 წლის სექტემბრამდე.

ანგარიშში ასახულია მიღწევები და ხარვეზები მართლმსაჯულების, კორუფციის, წამების, შრომითი სტანდარტების, თანასწორობის და ბავშვთა უფლებების სფეროებში.

დოკუმენტზე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, ტელ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge

 

სიახლეები

მულტიმედია