როგორ უახლოვდება საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს- ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას სამოქალაქო საზოგადოება აფასებს

22.07.2016

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას. რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იმ სფეროებში, რასაც ემყარება სახელმწიფო.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ანალიტიკური დოკუმენტები ე.წ პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც აანალიზებს მდგომარეობას ისეთ სფეროებში, როგორიც არის  ბავშვთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებები, კორუფციის აღმოფხვრა, წამებასთან ბრძოლა ციხეებში, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, სოციალური მომსახურება, მედიის ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების და მათი ჩართვა სამოქალაქო პროცესში.

პოლიტიკის დოკუმენტებში მოცემულია  ამ სფეროთა რეფორმირების გზაზე არსებული გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები და რეკომენდაციები.

ანგარიშები ნიდერლანდების სამეფოს და ფონდ  „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა.

სფეროები და ავტორები:

პრეზენტაციების ვიდეო ჩანაწერი:

სესია:  სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა და წამება ციხეებში

სესია: მედიის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის თავისუფლება და კორუფციასთან ბრძოლა

სესია: ბავშვთა უფლებები, სოციალური თანასწორობა და შრომითი უფლებები 

 

NEWS

MULTIMEDIA