“საპარლამენტო უმრავლესობის ლოგიკით, სისხლის ჩაბარება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ან მუშაობა რუსთავში ნაკლებად დაბინძურებული გარემოს შესაქმნელად თუ სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად ყოფილა არა სვანების, რუსთაველებისა და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესი; ამავე ლოგიკით, მათ, ვინც ამ იდეებს ახორციელებს, უნდა დავარქვათ მტრები და უცხოები” – საბა ბრაჭველი განმარტავს, ვის ეხება რუსული კანონი და რატომ არის ის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან.