საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია.
ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში.
ჩვენი მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველში. ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, დაუყოვნებლივ თქვას უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ.
ხელმომწერი ორგანიზაციები: