საინფორმაციო შეხვედრა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ

09.02.2018

2017 წლის 22 დეკემბერს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონმა” ფონდის მხარდაჭერიტ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მრგვალი მაგიდა ჩაატარა. შეხვედრა, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და გამოწვევებს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა სამედიცინო პროფესიული თემის, ონკო-პაციენტების, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის გაძლიერებას  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიბოს ადრეული პრევენციისა და ხარისხიანი მკურნალობის ხელშეწყობისთვის.