მიკროსაფინანსოებთან სასესხო ვალდებულების მქონე მოქალაქეების უფასო სამართლებრივი დახმარება

25.06.2020

პანდემიის პერიოდში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად ასიათასობით მოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩა ან შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას მიკროსაფინანსო, ონლაინ და სალიზინგო კომპანიებთან, რომელთაც სასესხო შეღავათები არ დაუწესებიათ.

საინიციატივო ჯგუფი დააპაუზე უფასოდ უფასოდ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ფიზიკურ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას, უწევს, რაც გულისხმობს იურიდიულ კონსულტაციებს და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი საინიციატივო ჯგუფის „დააპაუზე უფასოდ“ ადვოკატებთან ეკა ლომიძესთან და მარიკა არევაძესთან ერთად ამ წამოწყების შესახებ საუბრობს.