საჯარო დისკუსია ‘ფსიქიატრია და ადამიანის უფლებები – მემკვიდრეობა და ახალი მიდგომები‘
26 თებერვალს, მწერალთა სახლში გაიმართა საჯარო დისკუსია “ფსიქიატრია და ადამიანის უფლებები – მემკვიდრეობა და ახალი მიდგომები“.
დისკუსიას ესწრებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, სტუდენტები, პაციენტები და წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტიდან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა საქართველოში მკურნალობის მოძველებული მიდგომების ახალი მეთოდებით ჩანაცვლების პროცესშია. პროცესი კი სისტემის მემკვიდრეობისა და ფინანსური ბარიერის გამო ხანრგძლივი და კომპლექსურია.
რა დაგვიტოვა ძველმა სისტემამ, როგორ ვმკურნალობთ ფსიქიკურ აშლილობას დღეს და როგორია ის პროგრესული მეთოდები, რომელიც პაციენტის ინტერესებსა და უფლებებზეა ორიენტირებული.
დისკუსია ინდიგოს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მომხსენებლები იყვნენ
ნინო მახაშვილი – ფსიქიატრი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” დირექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ეკა ჭყონია – ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე;
ოლგა კალინა – საერთაშორისო ორგანიზაცია „ფსიქიატრიული სერვისების ყოფილი მომხმარებლების და გადარჩენილების ევროპული ქსელის” თავმჯდომარე
დისკუსია გაიმართა “”ჟურნალი “ინდიგოს” პროექტის ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.