საჯარო ლექციების ციკლი ქვემო ქართლის რეგიონში ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე

17.10.2014

საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით  16-17 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის ბოლნისისა და გარდაბნის სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსკლასელებისა და მასწავლებლებისთვის გამართავს საჯარო ლექციებს ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ. საჯარო ლექციებს ჩაატარებს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფძნებელი ქ-ნ ელენე ხოშტარია. აღნიშნულ ღონისძიებაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის/ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; საქართველო ევროკავშირის/ნატოს/რუსეთის ურთიერთობები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ევროატლანტიკური ღირებულებები, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითები საქართველოში, საგანმანათლებლოპროგრამები ევროკავშირში და სხვა.

შეხვედრები ტარდება პროექტის „რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ხელშეწყობით, „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

 

###

საკონტაქტო პირი: დენოლა ჩხარტიშვილი 593 92 57 67, ნათია ღვინჯილია 557 17 85 57

 

 

NEWS

MULTIMEDIA