საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფარული მიყურადების არსებული სისტემის შეცვლის დასაწყისია

14.04.2016

პრესრელიზი, 14 აპრილი, 2016

დღეს კამპანია „ეს შენ გეხებამ” და სამოქალაქო საზოგადოებამ დიდი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ფარული მიყურადების არსებული სისტემა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

კერძოდ, აქ იგულისხმება:

  • უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ეგრეთ წოდებულიორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე;
  • სასამართლოს გარეშე ე.წ „მეტადატას” შეგროვება, რომელიც გულისხმობს აბონენტების ვინაობის, მათიადგილმდებარეობის და კომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემებისმოპოვებას და 2 წლის ვადით შენახვას.

სასამართლომ დაადგინა, რომ პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა და მეტადატის შეგროვებისუფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს ორგანოს, რომელიც ახორციელებს გამოძიებას და პროფესიულადდაინტერესებულია გაეცნოს ამ ინფორმაციას. ეს ეხება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს), ისენებისმიერ სახელმწიფო ორგანოს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭიროაფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმების გატარება. შესაბამისად, სასამართლოსგადაწყვეტილება ამოქმედდება 2017 წლის 31 მარტიდან.

2015 წლის 15 აპრილს, კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართესფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო საუბრებსა დაინტერნეკომუნიკაციაზე ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მეთექვსმეტე და მეოცე მუხლებით გარანტირებულპირადი ცხოვრების უფლებას, რასაც 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოდაეთანხმა.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს და პირობას იმისათვის, რომ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა გახდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი.