სამოქალაქო აქტივიზმი სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად

11.06.2020

სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა განსაკუთრებით მძიმე პერიოდებში ვლინდება. უახლესი ისტორიიდან კარგად გვახსოვს 2008 წლის შემდგომ ომით დაზარალებული მოსახლეობის თანადგომის ბევრი მაგალითი, ასევე ათასობით ახალგაზრდას მოულოდნელი გაერთიანება 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და ქალაქის დასასუფთავებლად.

მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ემოციური ფონი შექმნა Covid-19 პანდემიამ, რომლის დაძლევა ყველას ერთად გვიწევს.

დღევანდელ ჩართვაში წარმოგიდგენთ ღია საზოგადოების ფონდის პარტნიორი ორი ორგანიზაციის TASO Foundation • ფონდი ტასო და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელს, რომლებმაც ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების და მოხალისეების დახმარებით, 100-ზე მეტ სოფელში 1000-ზე მეტ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს და მრავალშვილიან ოჯახს გაუწიეს ჰუმანიტარული დახმარება.

ჩვენ გვესმის, რომ დახმარებას კიდევ ბევრი ოჯახი საჭიროებს და ვიმედოვნებთ, რომ აქტიური მოქალაქეების, დონორი ორგანიზაციებისა და კომპანიების თანადგომით სოფლად მცხოვრები ადამიანები არ დარჩებიან მარტო ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ.