საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულება სამოქალაქო საზოგადოების შეფასება

13.02.2019

მოკლე მიმოხილვა

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგის შედეგები. პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წამყვანმა ორგანიზაციამ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიში შემდეგ ექვს სფეროს მოიცავს: 1) კანონის უზენაესობა (მათ შორის მართლმსაჯულებისა და სამართალაღსრულების სექტორები);
2) ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური; 3) თანასწორი მოპყრობა; 4) ბავშვთა უფლებები
(ოთხივე ასოცირების დღის წესრიგის 2.2 ნაწილის შესაბამისად); 5) პროფესიული კავშირების უფლებები, ძირითადი შრომითი სტანდარტები და დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები (ასოცირების დღის წესრიგის 2.2 და 2.6 ნაწილების შესაბამისად); 6) გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (ასოცირების დღის წესრიგის 2.7 ნაწილის შესაბამისად).

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ, მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საერთო პროგრესი არათანაბარია. რეფორმები ხშირად დაყვანილია ფორმალურ ცვლილებებამდე, რაც პრაქტიკაში არ აისახება. მართლმსაჯულების სფეროში არ განხორციელებულა ძირითადი ინსტიტუტების რეფორმა. მსგავსი ვითარებაა გარემოს დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებშიც. დროულად არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები რიგ სექტორებში. მაგალითად, გარემოს დაცვის სფეროს რეფორმირების პროცესს წინ არ უძღვოდა კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად მიღებული სიტუაციური ანალიზი. რეფორმები არას- რულფასოვნად განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიც არის შრომითი უფლებები და სამართალაღსრულება. რეფორმების დაგეგმვისა და განცხორციელების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე საჯარო დაწესებულებებში სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსისა და დაფინანსების ნაკლებობა.

საქართველო-ევროკავშირის 201… by on Scribd

სიახლეები

მულტიმედია