საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებების დიალოგის ფარგლებში ევროკავშირის მხარე სამოქალაქო საზოგადოების ხედვას გაეცნო

05.07.2021

პრესრელიზი, 5 ივლისი, 2021

2021 წლის 6 ივლისს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-14 შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის(EEAS), საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და  სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დიალოგის ფარგლებში ევროკავშირისთვის საქართველოში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ალტერნატიულ შეფასებას სამოქალაქო საზოგადოების ხედვა წარმოადგენს. ევროკავშირის მხარეს დოკუმენტი ივნისის თვეში გაეგზავნა ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და ორგანიზებით.

„მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დიალოგის პროცესში სამოქალქო სექტორის ჩართულობა გათვალისწინებული არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ წინასწარი კონსულტაციის ფორმატში, როგორც ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ისე თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობით.“- ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

ადამიანის უფლებათა დიალოგის დროს, პარტნიორი მხარეების შეთანხმებით დღის წესრიგში ძირითადად დგება ისეთი თემები, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობათა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, ბავშვთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებების უზრუნველყოფა, ასევე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთა და ა.შ.

დიალოგის შემდეგ, როგორც წესი, მხარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაცხაზგასმულია ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევები და ასევე, მოწოდებები, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამა თუ იმ სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერევროკავშირის მხარისთვის წელს გაზიარებული მოსაზრებები და რეკომენდაციები ეხება 1) ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 2) ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; 3) რელიგიის და რწმენის თავისუფლებასაქართველოში – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; 4) ქალების მიმართძალადობა და ოჯახში ძალადობა – თანასწორობა ახლა; 5) ქალთა გაძლიერება – კავშირი „საფარი“; 6) ბავშვთა უფლებები – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; 7) შრომითი უფლებები – ღირსეული შრომის პლატფორმა; 8) წამება და არასათანა დოდმოპყრობა – ციხის საერთაშორისო რეფორმა და 9) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

პარტნიორი ორგანიზაციების მიგნებები მიუთითებს,რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელი ცვლილებების ფორმალური ხასიათირეფორმები ტარდება, მაგრამ პრაქტიკული ცვლილებები ნაკლებად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე.

გაეცანით სრულ დოკუმენტს


ორგანიზაციები თემები და როლი:

1. შეფასების დოკუმენტის ინიციატორი და ორგანიზატორი- ღია საზოგადოების ფონდი
2. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. ადამიანის უფლებების მდგომარეობასაქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
4. რელიგიის და რწმენის თავისუფლებასაქართველოში – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
5. ქალების მიმართ ძალადობა და ოჯახშიძალადობა – თანასწორობა ახლა;
6. ქალთა გაძლიერება – კავშირი „საფარი
7. ბავშვთა უფლებები – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
8. შრომითი უფლებები – ღირსეული შრომის პლატფორმა;
9. წამება და არასათანადოდ მოპყრობა – ციხის საერთაშორისო რეფორმა
10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის დიალოგში ადამიანის უფლებების დაცვის… by OSGF on Scribd

სიახლეები

მულტიმედია